პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ დეპუტატს, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მათ შორის არიან სამცხისა და ჯავახეთის დეპუტატები - ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბათ კიურეღიანი.

,,პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია, გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე, სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან.

ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასრულდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა ხედავთ, არავინ ინტერესდებოდა ამ კანონპროექტის შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი ტყუილია და ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას"
- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

გთავაზობთ დეპუტატთა სიას, ვინც ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადლობა დაიმსახურა.

1. ამილახვარი გიორგი
2. ბენაშვილი გია
3. ბერაია ირაკლი
4. ბერაია ირაკლი (დაჩი)
5. ბერაძე რამინა
6. ბითაძე მაია
7. ბოლქვაძე ანზორი
8. ბოლქვაძე ელისო
9. ბოჭორიშვილი მაკა
10. დავითულიანი ბექა
11. დალაქიშვილი ალექსანდრე
12. დარგალი ზაურ
13. დასენი ისკო
14. დუგლაძე ზაალი
15. ენუქიძე გოჩა
16. ვოლსკი გიორგი
17. ზავრადაშვილი ირმა
18. ზარქუა ირაკლი
19. თალაკვაძე არჩილ
20. თოლორაია ედიშერ
21. ინჯია ფრიდონ
22. იონათამიშვილი რატი
23. კაჭარავა დავით
24. კახაძე ვლადიმერ
25. კახიანი გიორგი
26. კახიშვილი კახა
27. კვიჟინაძე პაატა
28. კვიციანი ბაია
29. კიურეღიანი სუმბატი
30. კობახიძე ირაკლი
31. კობიაშვილი ლევან
32. კონცელიძე რუსლან
33. ლაშხი მარიამ
34. ლომინაძე ზაზა
35. მათიკაშვილი დავით
36. მანუკიანი სამველ
37. მაჭარაშვილი გურამ
38. მგალობლიშვილი ლევან
39. მდინარაძე მამუკა
40. მეზურნიშვილი ირაკლი
41. მენაღარიშვილი მაია
42. მეშველიანი გოგი
43. მირზოევი სავალან
44. მიქანაძე გივი
45. მიქელაძე ზაალ
46. ობოლაშვილი ანტონ
47. ოდიშარია ბექა
48. ოხანაშვილი ანრი
49. პაპუაშვილი შალვა
50. სამხარაული გელა
51. სამხარაძე დიმიტრი
52. სამხარაძენიკოლოზ
53. სანიკიძე ვიქტორ
54. სარჯველაძე მიხეილ
55. სეფაშვილი ეკა
56. სონღულაშვილი დავით
57. სუბარი სოზარ
58. ტაბატაძე ალექსანდრე
59. ტურძელაძე ნოდარ
60. ქადაგიშვილი ირაკლი
61. ქარუმიძე ლევან
62. ღუდუშაური ალუდა
63. ყაველაშვილი მიხეილ
64. შატაკიშვილი ირაკლი
65. ჩანქსელიანი გოდერძი
66. ჩიგოგიძე ვასილი
67. ჩიქოვანი ირაკლი
68. ცაგარეიშვილი გიორგი
69. წაქაძე ბეჟანი
70. წილოსანი ნინო
71. წილოსანი ხატია
72. წიწავა გრეტა
73. ჭიჭინაძე გივი
74. ხაბარელი შოთა
75. ხუნდაძე დიმიტრი
76. ჯაფარიძე ვიქტორი
Print