პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა თავი ქაშუეთის ტაძარს შეაფარეს, გრძელდება დაკავებები
"ქაშუეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს!  ხალხი ეკლესიაში აფარებს თავს, რომ არ გაიგუდონ. მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები", - წერს ,,ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

სპეცრაზმმა ქუჩის გაწმენდა დაიწყო - ჩიტაძის ქუჩის მსგავსად ჭიჭინაძის ქუჩაზეც მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. არიან დაშავებულები, რომლებიც ცდილობენ დატოვონ ტერიტორია და საწრაფო დახმარებამდე მაიღწიონ.

პარლამენტის მიმდებარედ ვითარება კვლავ დაძაბულია.

კრიმინალური პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს - "ტვ პირველის" კორესპოდენტის თქმით, ოპერაცია თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული. თუმცა, გირჩი - მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან.

"ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში", - აცხადებენ პარტიაში.
Print