პოლიტიკა
ივანიშვილის ადვოკატი ე.წ. აგენტების კანონს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აკრიტიკებს ე.წ. აგენტების კანონსა და მის მხარდამჭერებს. ყოფიანი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ იმით გაიცნო, რომ ის საერთაშორისო დავებში ივანიშვილის უფლებადამცველია და მის მოსაზრებებს აცნობს მედიას.

ვიქტრო ყოფიანთან ინტერვიუ "რადიო იმედის" ეთერში 10 მარტს გავიდა, როცა მმართველ პარტიას უკვე ნათქვამი ჰქონდა უარი ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე.

"ეს კანონპროექტი, ალბათ, იქცა მორიგ ჯერზე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რამდენად აქვს გაცნობიერებული, იმის მიუხედავად თუ რომელ მხარეს იმყოფება, რამდენად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის ინტერსები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის ინტერესები, პარტიულ ინტერესებს.

რომ არა ეს კანონპროექტი, იქნებოდა სხვა თემა, ისე, როგორც წარსულში ჩვენ გვიხილავს, ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცა ის სწორი სტანდარტი, ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო..."
- თქვა ვიქტორ ყოფიანმა.

მან ასევე თქვა, რომ ამ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ და მოსალოდნელი იყო ეს რეაქცია.

"სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართლი პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები..." - ამბობს ის.

ვიქტორ ყიფიანმა თქვა, რომ არ იყო ამ კანონპროექტის მიღების დროს მიზანშეწონილობის საკითხი შესწავლილი - რა სიკეთის მომტანი იქნებოდა და რა ზიანს მიიღებდა ქვეყანა.

"რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?!..

თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.

ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ვეთანმხები ბატონ გიორგის [კახიანს], ეს უკეთ უნდა აეხსნათ"
, - თქვა მან.
Print