პოლიტიკა
"ბატონი კობახიძის პრესკონფერენცია მე თვითონ არ მომეწონა" - ყიფიანი

"ბატონი კობახიძის პრესკონფერენცია მე თვითონ არ მომეწონა" - ამის შესახებ ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"პატივსაცემი ადამიანი, გარკვეული, საჭირო ცოდნით, კომპეტენტური, მაგრამ რიტორიკა არის ფორმულირება, განსაკუთრებით ისეთ დელიკატურ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინული თემა. როცა რადიოში მოვისმინე ეს განცხადება, ასე ვთქვათ, ბატონი კობახიძის პრესკონფერენცია მე თვითონ არ მომეწონა. უხერხული მომენტი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არ არის, მაგრამ უკრაინასთან ამ ეტაპზე ჩვენი არც თუ ისე მარტივი ურთიერთობების გათვალისწინებით, ასეთი განცხადებები ცეცხლზე ნავთს ასხამს. იმის მაგივრად, რომ პირიქით ვიფიქროთ როგორმე დავარეგულიროთ ეს სიტუაცია. შესაძლოა, ეს იყო ემოციური აფეთქება. თუმცა, როცა ბატონ კობახიძეს ვუსმენ, გაწონასწორებული ადამიანია. მეჩვენებოდა, რომ აქ ეს შედარება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო.

ვფიქრობ, პრობლემა უფრო სისტემური და სტრუქტურულია. ეს არის ერთმანეთის მიმართ სათანადო პატივისცემის ნაკლებობა სხვადასხვა სუბიექტებს შორის. ეს არის სათანადო პოლიტიკური სიმწიფის, სწორი კომუნიკაციის ნაკლებობა. ერთის მხრივ, სახელმწიფო ინტერესების, ეროვნული ინტერესებისა და პარტიული ინტერესების გარჩევის უნარის ნაკლებობა. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკა, შერეული საგარეო პოლიტიკური ელემენტებით, გადაიქცა ძალაუფლების პოლიტიკად."
- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანმა "რადიო იმედთან" საუბრისასაც გააკრიტიკა მიმდინარე ამბები.
Print