პოლიტიკა
ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერების შესახებ ესაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს",- წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე".
Print