პოლიტიკა
ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრთან - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან "ნორმალური კომუნიკაცია" არ აქვს. როგორც მან TV პირველის ეთერში განაცხადა, საჭიროა სხვა ტიპის კომუნიკაცია, სადაც განიხილავენ საკითხებს და არგუმენტებს გაცვლიან.

,,ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა... [...] მთავართან... პრემიერმინისტრთან... არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ აყოს ნორმალური, გაწონასწორებული ფუნქციონირება ინსტიტუტებს შორის. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და, მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები. ღონისძიებაზე როგორც არა [ვხვდები პრემიერმინისტრს] და სრულიად ზრდილობიანად და ყველანაირად. საჭიროა სხვა ტიპის ურთიერთობა, ამის თქმა მინდა, საჭიროა რომ საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგ კითხვებზე, შესაძლებლობა იყოს არგუმენტების გაცვლა მოხდეს", - თქვა ზურაბიშვილმა.
Print