პოლიტიკა
ახალციხის მერია მტვერსასრუტ-მანქანის შეძენას აპირებს

ახალციხეში დღეს საკრებულოს მეოთხე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა რვა საკითხი განიხილეს. საკრებულოს ახალი წევრის დამტკიცებისა და სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის გარდა, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ძველი მანქანების ელექტრონულ აუქციონზე გატანისა და სამი ახალი მანქანის შესყიდვის საკითხებზეც იმსჯელეს.

ახალციხის მერია ქალაქის სისუფთავისთვის მტვერსასრუტის, სარწყავისა და ექსკავატორ-დამტვირთველი ტრაქტორის შეძენას აპირებს.
Print