პოლიტიკა
ჩვენ გვინდა მშვიდობა - ზურა ხაჩიძე 30 აპრილის აქციაზე მიდის
ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ქართველები ვფიქრობთ სხვანაირად. ჩვენ გვინდა მშვიდობა, - ამის შესახებ თბილისში 30 აპრილს სახელწოდებით „მოვდივარ“ დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახე საუბრისას მომღერალმა, ზურა ხაჩიძემ განაცხადა.

„მე ვიქნები აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ქართველები ვფიქრობთ სხვანაირად. ჩვენ გვინდა მშვიდობა, არ ვართ ომისთვის მოწოდებული საზოგადოება, ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარება“, - ამბობს ტელეკომპანია ,,იმედთან" ხაჩიძე.

„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
Print