პოლიტიკა
მოგონილი აქციაა, ომის ვის უნდა ამ ქვეყანაზე - ვაჟა ჩიტაშვილი
რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - "მოვდივარ" მიმდინარეობს, რომლის სლოგანია: "საქართველო უპირველეს ყოვლისა". აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "აი უცნობი". აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" თამაშს უყურებდნენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ. თბილისში, უცნობის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას რეგიონებიდან, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. ამის შესახებ მხარის გუბერნატორის მოადგილემ და მომღერალმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა.
ხაჩიძესთან ერთად დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ სხვა საჯარო მოხელეები და სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები. დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ენმ-ს წევრი ვაჟა ჩიტაშვილი აქციას მოგონილს უწოდებს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
Print