პოლიტიკა
„ენმ"-ში შიდაპარტიული საქალაქო/რეგიონული თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს და ხვალ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდება.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, კანდიდატები 63 მუნიციპალიტეტიდან 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდნენ. ერთ კანდიდატზე მეტი ექვს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაა: ახალქალაქი.

ახალქალაქში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – მელიქ რაისიანი და არსენ კარაპეტიანი. ახალქალაქის გარდა, კანდიდატები დარეგისტრირდნენ ნინოწმინდაში, ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში.

თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ახალციხეში – ვაჟა ჩიტაშვილი, ბორჯომში – ვახტანგ ქვათაძე, ადიგენში – დავით ოგანესიანი, ასპინძაში – გიორგი გიორგაძე და ნინოწმინდაში თაქუი ვართანიანი.

რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პოზიციები საქართველოს მასშტაბით ექვს მუნიციპალიტეტში დატოვეს, მათ შორის ახალციხეში დავით ბალიაშვილმა. 

დარჩენილ 56 მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეებს რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების დელეგატები აირჩევენ.


Print