პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ახალციხის ორგანიზაციას ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს 12 წევრი დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების სხვა წევრები - დიმიტრი სამხარაძე, ანტონ ობოლაშვილი, ბესიკ ამირანაშვილი და დავით ლომიძე. დღესვე, კონფერენციები გაიმართა ადიგენსა და ბორჯომში.

25 მაისს ქართული ოცნების ლიდერები შეხვედრას ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამართავენ.

პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.
Print