პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ასპინძის ორგანიზაციას როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნების" ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს ასპინძაში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. ხელმძღვანელის პოზიციას აქამდეც მაგრაქველიძე იკავებდა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების სხვა წევრებიც.

დღესვე, კონფერენციები გაიმართება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენში, აჭარასა და თბილისში.
Print