პოლიტიკა
"წლის ბოლომდე ახალციხეს ახალი ავტობუსები ეყოლება" - ირაკლი ლაზარაშვილი

დღეს,9 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.

საკრებულოს დეპუტატებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით ქალაქს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლის ბოლომდე ეყოლება.
Print