პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ახალციხიდანაც უერთდებიან
ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან.

დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებში წერია, რომ პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა.

,,ლევან ხაბეიშვილმა, აიღოს პასუხისმგბლობა და დატოვოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია.

ის ამბობს, რომ ავითარებს პარტიულ ინფრასტრუქტურას, თუმცა აქვს ოფისი და არ ჰყავს ხალხი, ოფისი ფულზე ქირავდება, მართალი ადამიანი კი არა.

ზუსტად თავმჯდომარისა და მენეჯმენტის კონფრონტაციული მიდგომები, პრობლემების იგნორირება და დესტრუციული ქმედები, იყო მიზეზი, რატომაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის მუნიციპალიტეტის ფრაქციამ, სრული შემადგენლობით დატოვა ფრაქცია და თუმცა ეს ადამიანები დარჩნენ პარტიის წევრებად.

დავრჩით პარტიის წევრებად, იმიტომ, რომ გვჯერა ერთობა შესაძლებელია, თავმჯდომარის მიერ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებითა და გადადგომით, გაჩნდება შანსი მივიდეთ ერთობამდე"
- ნათქვამია პარტიის ახალციხელი წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ხელმოწერნი არიან:

1. დავით ახალკაცი
2. ქეთევან ბარძიმაძე
3. კობა სანდროშვილი
4. ნატო დარბაიძე
5. იოსებ დემეტრაძე
6. ბესიკ ოქრომელიძე
შიდაპარტიული დევნისა და არაფორმალური მმართველობის მიზეზით, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვიდეომიმართვა სექტემბრის თვეში ჩაწერეს და ფრაქციის წევრობაზე უარი თქვეს.
Print