პოლიტიკა
შინ ევროპისკენ - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

შენ ევროკავშირში - კამპანიის ავტობუსი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

მოსახლეობასთან შეხვედრები ბორჯომსა და ახალციხეში გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ, სადაც ისაუბრეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ევროინტეგრაციის პროცესში.

სამოქალაქო აქტივისტებმა საინფორმაციო კამპანია ორი თვის წინ დაიწყეს და 17 მუნიციპალიტეტი მოიარეს. შეხვედრა ხვალ, გორში გაიმართება.
Print