პოლიტიკა
ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია უკრაინაში ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ
რუსეთის ომს კიდევ ორი ქართველი გმირი ემსხვერპლა - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე დაიღუპნენ, ისინი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ. მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.

"ქართული ლეგიონის" მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში, ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

,,იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მებრძოლები, დაახლოებით 2014 წლიდან შემოუერთდნენ ქართულ ლეგიონს, 2014-15 წლები იყო. მოხერხდა ცხედრები გამოყვანა, ამჟამად ექსპერტიზა უტარდება ცხედრებს, მერე გადავასვენებთ დედაქალაქში, კიევში და კიევიდან გადავასვენებთ საქართველოში", - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი.
Print