ამინდი
როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები
2-3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 2 და 3 აპრილს ახალციხეში თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +19 და +20 გრადუსს, ღამით კი + 1 და +4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც მზეა. დღისით +20 და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 და +5 გრადუსს ვარაუდობენ.

თბილი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მზეა ადიგენშიც, დღისით +16 და +15 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით + 1 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +15 და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით მინუს 2 და მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +14 და +15 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზეს და ყინვას ვარაუდობენ. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა ორივე დღეს +15 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 1გრადუსი ყინვა იქნება. უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +10 და +11 და ღამით +1 და +2 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა ორივე დღეს +21 და +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 და +10 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აპრილამდე, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
Print