პოლიტიკა
სად მივდივართ? - ევროპაში, ამ კანონითაც! დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი
სად მივდივართ? - ევროპაში, ამ კანონითაც! დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, თავისი სიტყვა თქვას“.

„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებოდით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, ხელისუფლებას დაკარგავს, ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა, რომელიც კი არ შესრულდა, მდგომარეობა გაუარესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით კიდევ უფრო იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, „გადაგდების“ საპირისპიროდ თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა.

„პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, რადგან წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე საზოგადოებას მოუწოდა, რომ ფეხბურთი და ფეხბურთელები პოლიტიკაში არ გარიონ.

„რაც შეეხება, გუშინ შეგნებულად გავრცელებულ ტყუილებს ფეხბურთთან დაკავშირებით, მოვუწოდებ ყველას, ჩვენც ასე მოვიქცევით - იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში, ჩვენ ვიპაექროთ და იმ ხალხს თავი დაანებონ, ფეხბურთის თემის გამოყენებას თავი დაანებონ.

მოკლედ, სპორტსმენებს დავანებოთ თავი. გუშინ, რომ არ დაგვეინიცირებინა ეს კანონი თავისი ვეტოიანად, გადავიდოდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთები მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ერთადერთი გზა იყო გუშინ დაინ
ცირება, რომ ამ კანონის განხილვა და გარკვეული ვნებათა ღელვა ფეხბურთის პერიოდს არ დასწეოდა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, გულწრფელად გიღიარებთ, იყო ის, რომ ფეხბურთის პერიოდში ამაზე საუბარი არ ყოფილიყო.

ეს ერთი ტყუილი და მეორე ტყუილი, იმიტომ განიხილავენ არა დაჩქარებული წესით კანონს, რომ ფეხბურთს დაამთხვიონო, ჯერ ერთი არ ემთხვევა და მეორე, რეგლამენტი წაიკითხონ, ახალი კანონი დაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად, ეს კანონი დაჩქარებული წესით ვერ განიხილება“
, - განაცხადა მდინარაძემ.
Print