რეგიონი
აშშ-მ უკრაინის დახმარების $61 მილიარდიანი კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ქვედა პალატის 311-მა წევრმა, წინააღმდეგი კი 112 წავიდა.

კანონპროექტის მიღებას კონგრესმენების აპლოდისმენტები მოჰყვა. პალატის წევრებმა უკრაინის დროშები ააფრიალეს. წარმომადგენელთა პალატამ უარყო უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება. პაკეტი ახლა განსახილველად ახლა სენატს გადაეგზავნება. გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

,,უკრაინის ხალხი გულწრფელ მადლობას უხდის აშშ-ს კონგრესს გადამწყვეტი კენჭისყრისთვის ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარების პაკეტზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც 10 წელია იგერიებს რუსეთის სასტიკ აგრესიას" - წერს ტვიტერზე ერმაკი.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდიან სამხედრო დახმარებას. კონგრესის დადებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. მან X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია კრემლისთვის.

,,მათ, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაეროს წესდების, გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას" - წერს მიშელი.
Print