რეგიონი
სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არსებულ პირობებში სომეხი მოსახლეობის მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

ბრიტანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ყარაბაღელი სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნება, სომხეთის მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შექმნილ ვითარებაში მათი დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ყარაბაღისთვის ბრძოლას არ აპირებს. მისი თქმით, ერევანს არ აქვს ამბიციები „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა“. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ დემარკაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
Print