პოლიტიკა
თბილისში აქციაზე 16 ადამიანი დააკავეს
თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს.

16-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.

აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
Print
თეგები: აქცია / დაკავება /