პოლიტიკა
მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს ხმა ამოიღონ - სოფიო ხორგუანი
ივანიშვილის ხელისუფლება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით ცდილობს საჯარო მოხელეების დამონებას და დამორჩილებას - ეს განცხადება სამცხე-ჯავახეთში “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გააკეთა. სოფიო ხორგუანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულს უუფლებოდ ტოვებს. მან მოუწოდა ასიათასობით მოხელეს, ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

"ვიყავით ევროპის და ცივილიზაციის ნაწილი. მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დღეს დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ იმ ხელისუფლებამ, რომელმაც მოიპარა ამ ქვეყანაში არჩევნები, ახლა გადაწყვიტა საჯარო მოხელეებსაც მოჰპაროს საჯარო სამსახურები. ამიტომ მივმართავ და მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, თამამად გამოხატონ საკუთარი სამსახურეობრივი პოზიცია" - განაცხადა სოფიო ხორგუანმა ჟურნალისტებთან საუბარში.


Print