Error
"ახალქალაქის არცერთ აქტივისტს ჩვენი პარტია არ დაუტოვებია" – გოჩა ჭელიძე
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახალქალაქში მათი აქტივისტის არტიუშ ამბარცუმიანის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს. 

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახალქალაქში მათი აქტივისტის არტიუშ ამბარცუმიანის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს. 

gocha jeliZe

“ახალქალაქის არცერთ აქტივისტს ჩვენი პარტია – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” არ დაუტოვებია” – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გოჩა ჭელიძემ. მისი თქმით, არტიუშ ამბარცუმიანი ჯავახეთში წარსადგენი ერთ–ერთი შესაძლო კანდიდატი იყო.

“არტიუშ ამბარცუმიანი იყო ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი მრავალ კანდიდატს შორის; მას შემდეგ, რაც მოხდა ჩვენი გაერთიანება, ამ პარტიებთან ერთად შედგა რამდენიმე კანდიდატურის განხილვა. შესაძლოა, ამან მას გაუჩინა არასრულფასოვნებისა და არასტაბილურობის განცდა ” – განმარტა გოჩა ჭელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, არტიუშ ამბარცუმიანმა განაცხადა, რომ პარტია დატოვა და იგი  ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის. ამის მიზეზად, მან ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება და პარტიაში არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

თიკო კურტანიძე

Print