<img class="alignleft size-medium wp-image-2180" alt="parlamenti1" src="/images/old/2013/06/parlamenti1.jpg?w=250" width="250" height="179" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ახალციხესა და გორში გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პროექტი საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს ეხება, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მეორე ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას უკავშირდება. მესამე პროექტი კი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს ეხება. საყოველთაო-სახალხო განხილვები უკვე ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.