Error
ახალციხის მერის პირველ მოადგილედ ილია ზარდიაშვილი დაინიშნა
ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილე უკვე შეჩეულია. თანამდებობა ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ილია ზარდიაშვილმა დაიკავა. 

ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილე უკვე შეჩეულია. თანამდებობა ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ილია ზარდიაშვილმა დაიკავა. 

ilia zardiashvili

თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება, დღეს, 9 აგვისტოს დაიწერა.

“ხვალიდან შევუდგები ახალ თანამდებობაზე მუშაობას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არსებული პროექტები გაგრძელდება, ასევე იქნება ახალი პროექტებიც” – განაცხადა ილია ზარდიაშვილმა.

კითხვაზე, მერის გადადგომის შემდეგ, როგორ განვითარდება ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვლენები? –  ილია ზარდიაშვილმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, შესაძლოა  ქალაქის პირველი პირის მოვალეობა შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ და ზაზა თამარაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს, 9 აგვისტოს დაწერეს. დღესვე დაკმაყოფილდა ზაზა თამარაშვილის მოთხოვნა და იგი ახალციხის ციხის დირექტორად დაინიშნა. რაც შეეხება გიორგი კოპაძის განცხადებას, მის მოთხოვნას ხვალ, 10 აგვისტოს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

თიკო კურტანიძე

 

Print