სიახლეები
აკაკი მაჭუტაძე: „თითქმის წელიწადნახევარი, მოადგილის მოვალეობას, პრაქტიკულად, გიორგი მიქელაძე ასრულებდა“
თითქმის წელიწადნახევარი მოადგილის მოვალეობას პრაქტიკულად გიორგი მიქელაძე ასრულებდა – ეს განცხადება „მეცხრე არხთან“  მხარის გუბერნატორმა მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გიორგი მიქელაძე ოფიციალურად 1 აგვისტოს დაინიშნა. მან დაკისრებული მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო.

გიორგი მიქელაძეს 2012 წლის მაისიდან – ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

რეგიონის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა თანამდებობა 2015 წლის 13 ივლისს დატოვა, რის შემდეგაც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს მოადგილე არ ჰყოლია.


Print