პოლიტიკა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე–პრემიერად დაინიშნა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია.

"ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Print