პოლიტიკა
ადიგენში მინდია ჯელიას მხარდამჭერები აქციას მართავენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. მინდია ჯელიას ინფორმაციით, თანამდებობიდან მისი გათავისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობა თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას ამგვარად ეცდება. მისივე თქმით, აქციას ორგანიზებას ვინ უწევს არ იცის.

"მეცხრე არხის" კითხვაზე, მისი მოხსნით, გამგებლის პირველი მოადგილის პოსტი საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს იმედა მღებრიშვილს ხომ არ გაუთავისუფლეს? –  მინდია ჯელია ამბობს, რომ ეს ვერსია მისთვისაც არის ცნობილი და არ გამორიცხავს რომ გამგებელმა ესეც გათვალა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის დანიშნავს ჩემს ადგილზე, ეს იქნება იმედა მღებრიშვილი, თუ ვინმე "ნაციონალური მოძრაობიდან". მთავარი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით, ზაქარია ენდელაძემ არასწორი პოლიტიკური სვლა გააკეთა. არ მომცა საშუალება, რომ ადიგენის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა".

მინდია ჯელია, ადიგენის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ თანამდებობიდან 20 თებერვალს გაათავისუფლა.
Print