პოლიტიკა
ადიგენში, კონკურსის პირველი ეტაპი 96-მა კონკურსანტმა გადალახა
ადიგენის საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში 99 კონკურსანტის 204 განცხადება დაფიქსირდა. პირველი ეტაპი 96-მა აპლიკანტმა გადალახა. სამ მათგანს არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ყველაზე მეტი - 48 განცხადება ტურიზმის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შევიდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტმა 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსანტებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 26 თებერვლამდე ჰქონდათ.

კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირებაა. 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტი ბოლო - გასაუბრების ეტაპს გაივლის.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძეა.
Print