დაშლილმა "ნაციონალებმა" საკრებულოში ორი ფრაქცია შექმნეს
16:21 / 10.03.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ფრაქცია – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო" შეიქმნა.
რვა ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებიც ახალციხის საკრებულოში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყვნენ შესული, აღნიშნულ ფრაქციებში გადანაწილდნენ.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა ტარიელ ტაბატაძე. წევრები კობა სანდროშვილი, გიორგი ბლიაძე და ამირან ბუხრიკიძე.
"მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ ირინა გელაშვილი შეარჩიეს. მის გარდა, ფრაქციაში მარინე სუდაძე, კახაბერ მოდებაძე და რობერტ მურადიანი არიან.
ფრაქციები "საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია" და "ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის 20 თებერვალს გაუქმდა.