პოლიტიკა
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს
ქალაქ ახალციხის საკრებულოში, ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო" შეიქმნა. მისი წევრები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით, საკრებულოში შესული დეპუტატები არიან.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, მანამდე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჰქონდათ შექმნილი, რომელიც დაშალეს.

ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ მალხაზ გიქოშვილი შეირჩა. მისი წევრები არიან ზურაბ სადათიერაშვილი და ირმა ხნკოიანი.

Print