პოლიტიკა
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, 420 000 ლარი გამოიყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მეოთხე ცვლილება შევიდა. "მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან," ვალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, გამგეობამ 350 000 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხის გარდა, პროექტს 80 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატა.

მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან, მუნიციპალიტეტში მხოლოდ ვალის პროექტის დაფინანსება, რამდენიმე დეპუტატმა გააპროტესტა.

საკრებულოს რიგით მეხუთე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი განიხილეს. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, 2017 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

გელა ლომიძის თქმით, შესრულების ნაწილი ჯერ მცირეა, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებელი წლის მეორე ნახევარში შევა.

Print