მოსკოვის ყოფილმა მერმა, ახალციხის ციხე დაათვალიერა.
იური ლუჟკოვი კომპლექსს შვიდ მასისს, საღამოს ტურისტის სტატუსით ეწვია. მას თან ახლდა რუსეთის სამი მოქალაქე და ქართველი მასპინძელი.
ახალციხის ციხის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ლუჟკოვმა რუსულენოვანი გიდის მომსახურებით ისარგებლა.
იური ლუჟკოვისა და მისი მეუღლის სოფელ ქანდაში, 13 ასურელი მამის მონასტერში ყოფნის ამსახველ ფოტოებს, მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე სოციალური ქსელით ავრცელებს.
2008 წლის ომამდე, ლუჟკოვი რუსეთის ხელისუფლებას თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებდა.
2009 წლის ნოემბერში ლუჟკოვი სოხუმში ოფიციალური ვიზიტით, ე.წ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა. ამით მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
აღნიშნული კანონი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლას მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ითვალისწინებს. ყველა სხვა გზით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრა აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.