ლატვიისა და ლიტვის ელჩებმა ახალციხეში ევროინტეგრაციის თემაზე იმსჯელეს
16:56 / 08.05.2017
ევროპის დღეების ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ევროინტერგაციის პროცესებზე იმსჯელეს.
რატომ ვირჩევთ გზას ევროპისკენ და რა სიკეთის მომტანია ეს გზა საქართველოსთვის? - თემაზე ევროინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა ზაზა ხუციშვილმა და ცოტნე ზურაბიანმა ისაუბრეს.
შეხვედრას ლატვიისა და ლიტვის ელჩები დაესწრნენ. დიპლომატებმა სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. "საქართველო ევროკავშირის აქტიური პარტნიორი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია" – აღნიშნა ლიტვის ელჩმა. გიედრიუს პოუჯუნასმა ყურადღება იმ მითებზე გაამახვილა, რომელიც ლიტვის ევროკავშირში გაწევრიანებას წინ უძღოდა.