პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ახალციხეში პრეზიდენტი არ დაესწრება
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართება. შეხვედრა მესხეთის თეატრის დარბაზში, 10 მაისს 12:00 საათზეა დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საჯარო განხილვას სავარაუდოდ არ დაესწრება. ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად განიხილავენ.

Print