ბორჯომის ბიუჯეტიდან ასპინძაში გასამართი ღონისძიება ფინანსდება
18:05 / 20.05.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ასპინძაში გასამართი ღონისძიებისთვის და ერეკლე II–ის ძეგლის დადგმისთვის, საკუთარი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოყო.
გადაწყვეტილების გამო დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ უსაყვედურა. საკითხის გამო პრეტენზია ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გამოთქვა.
საკრებულოს სხდომა ბორჯომში, ამის გამო, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ბორჯომის თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ რეგიონული ფესტივალი ასპინძაში ივლისის თვეში გაიმართება და მისთვის თანხას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი გამოყოფს.