პოლიტიკა
ვაჟა ჩიტაშვილი: ,,აგვისტოს ომის დროს მოსახლეობამ ნებაყოფლობითი მობილიზაცია გამოაცხადა"
2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკასა და მის შედეგებს ხელისუფლებისგან განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ცხრა წლის წინ ახალციხის გამგეობას ხელმძღვანელობდა.
ვაჟა ჩიტაშვილი ომის დაწყების პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში მაშინ მოსახლეობის მიერ ნებაყოფლობითი მობილიზაცია გამოცხადდა.

აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების შეურაცხყოფას უწოდებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"–ს მერობის კანდიდატი რუსეთთან თუნდაც ერთი საკითხის დათმობას.
ირაკლი ბარძიმაძე მიიჩნევს, რომ ცხრა წლის შემდეგ ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისგან განსხვავებული ხედვა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, რუსეთი დღემდე არღვევს 2012 წლის 12 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებას,
მიუხედავად ამისა, გურამ მელიქიძეს სწორ გადაწყვეტილებად დეოკუპაციის მშვიდობიანი გზა მიაჩნია.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში სამცხე–ჯავახეთიდან 6 სამხედრო პირი დაიღუპა.


Print