,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", დღეს, მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადიგენში პარტიის სახელით რატი ტატალაშვილი იბრძოლებს. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა იგი პროფესიონალ და რაიონში ავტორიტეტულ პიროვნებად დაასახელა. ,,ჩვენ ვიბრძოლებთ დეცენტრალიზებული თვითმმართველობისთვის. დარწმუნებული ვარ გამარჯვება ჩვენ მხარეს იქნება მიუხედავად ტოტალური დაშინებისა“ – აღნიშნა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ადიგენში.