ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა დაიწყო
17:04 / 20.09.2017
ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა.
ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობდა.
ორივე დაცულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ჩატარდება;
ასევე, დაცულ ტერიტორიებზე მოხდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა.
შემუშავდება ერთიანი რეგიონალური სტანდარტი, ტურისტული მარშრუტი და ტურისტული პროდუქტი.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.