პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის შეცვლილი თავმჯდომარე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, პოსტი დატოვა.

ტარიელ ტაბატაძემ ფრაქციიდან წასვლის შესახებ განცხადება, 5 სექტემბერს დაწერა. აღნიშნული ცვლილება ცნობის სახით, დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე 29 სექტემბერს მიიღეს. სხდომაზევე ცნობილი გახდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის ადგილი კობა სანდროშვილმა დაიკავა.

ტარიელ ტაბატაძე ფრაქციის თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილმა დატოვა და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.

ტარიელ ტაბატაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, "ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
Print