პოლიტიკა
საოლქო საარჩევნო კომისიაში ათი განცხადება შევიდა

ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა ამოიწურა



ნებისმიერ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება ჰქონდათ გაცნობოდნენ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას და პრეტენზიების შემთხვევაში სიებში ცვლილების შეტანა მოეთხოვათ.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიებს ერთიანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სულ ათმა ამომრჩეველმა მიმართა , აქედან ნაწილი არ დაკმაყოფილდა.

საოლქო კომისიაში შესული ათი განაცხადიდან სამ მათგანს უარი ეთქვა, სამი დაკმაყოფილდა, ხოლო ოთხს წერილობით ეცნობა, რომ სხვა მისამართზე იყო რეგისტრირებული.

 


Print