პოლიტიკა
არადემოკრატიული განხილვები და დემოკრატიული გარემო
,,ნაციონალური მოძრაობი"–სა და ,,ევროპული საქართველო"–ს წევრი დეპუტატები ეჭვობენ, რომ მათი სიმცირის გამო, ოპოზიციის ხედვებს მმართველი პარტია არ გაითვალისწინებს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს დემოკრატიულ გარემოში მოუწევს მუშაობა.

საკრებულოს დეპუტატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აქცენტს სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ აკეთებს. ნატო დარბაიძე ეჭვობს, რომ მომავალი ოთხი წელი არადემოკრატიულ განხილვებში მოუწევს ოპოზიციას ჩართვა. ამის თქმის საფუძველს მას, ერთპიროვნულად არჩეული თავმჯდომარისა და მოადგილის საკითხი აძლევს.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში არათანაბარ პირობებში, რომ მოუწევთ თანამშრომლობა, ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენლებიც საუბრობენ. გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მათი და მმართველი ძალის ხედვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ფიქრობენ, რომ საკითხის გატანას ვერ შეძლებენ, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებს ოპონირებას გაუწევენ.

მმართველი ძალა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისა და სოციალური საკითხების გაუმჯობესებას გეგმავს. აქცენტს სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებენ მმართველი პარტიის წევრები. ურავლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ გოგსაძე აცხადებს, რომ წინა მოწვევის საკრებულომ საკითხების ნაწილის მოგვარება ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო.


Print