ზაზა ჩაჩანიძე ,,ქართულ ოცნებას" საკრებულოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს
14:43 / 24.11.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მმართველ გუნდს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ზაზა ჩაჩანიძე "ქართული ოცნების" წევრებს მიმართავს, რომ საკრებულოს სხდომებს დაესწრონ.
"ჩვენ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც იქნება საზიანო მოსახლეობისთვის და შევეცდებით იყვნენ ინფორმირებული ჩვენი სამუშაო გეგმების შესახებ"-განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ჩაჩანიძემ.