პოლიტიკა
გაუქმებული ფრაქცია და დეპუტატების ანაზღაურება – საკრებულოს სხდომა ახალციხეში
ახალი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პარალელურად, ახალშექმნილი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხასა და ბიუჯეტის ნაშთზე მუშაობს.
ორი კვირის მანძილზე, დეპუტატები უკვე მესამედ შეიკრიბნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი კვირის წინ შექმნილი ფრაქცია "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" გაუქმდა. პარტიის პირველმა ნომერმა ვაჟა ჩიტაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, საკრებულოში მის ადგილს სიის მეოთხე ნომერი დაიკავებს. ემანუელ პოზოიანის მიერ, დეპუტატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ფრაქცია ხელახლა შეიქმნება. ცვლილება განხორციელდა კომისებშიც.


საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების რაოდენობა განისაზღვრათ. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15% – 410 ლარს მიიღებენ. დღესვე ცვლილება შევიდა ორი კვირის წინ დამტკიცებულ საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხაში. ორივე ორგანოში 10 შტატი გაუქმდა.


საკრებულოს სხდომაზე მოიწონეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს დასაფინანსებელი 10 პროექტი. აედან რვა სოფლებში, ორი კი ქალაქში განხორციელდება. მათ შორისაა მეორე სკოლის კიბეებთან არსებული კოლექტორის და საბარგო სადგურის გზის რეაბილიტაცია.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გაუქმებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ახალი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას.

ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა, რიგით მესამე სხდომა გამართეს. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

Print