პოლიტიკა
მერიიდან გათავისუფლებულები საკუთარ უფლებებს სამართლებრივად დაიცავენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალმა ხელისუფლებამ, თანამშრომლების შერჩევა დაიწყო. თვითმმართველობაში დასაქმებულთა ნაწილი სამსახურიდან გაუშვეს, ნაწილი კი პოზიციებზე დატოვეს.

პირველი პირების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ყოფილი საჯარო მოხელეების უკმაყოფილება. ადგილობრივი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობაში თანამშრომლების დანიშვნაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური შეხედულებებით ხდება.

საკრებულოსა და მერიის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი, სასამართლოში ჩივილს აპირებს.

Print