პოლიტიკა
ახალციხის ბიუჯეტის პროექტს საჯაროდ განიხილავენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვა დაანონსდა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობა 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება. გელა ნოზაძის განმარტებით, განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლები და მოქალაქეები დაესწრებიან.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მუნიციპალიტეტის პირველი პირები, პრიორიტეტების შესახებ ისაუბრებენ.

საკრებულოს სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ, სავარაუდოდ, 22 დეკემბერს ჩაინიშნება.
Print