პოლიტიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტში 12 ააიპი და 2 შპს იფუნქციონირებს
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ააიპების შემცირებისა და შპს–ების შერწყმის საკითხი განიხილეს.


ახალციხის მერის განცხადებით, გაერთიანების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში ორი ერთნაირი ააიპების ფუნქციონირების გამო მიიღეს.

საკრებულოს ოპოზიცია ააიპების შემცირებას ეთანხმება, თუმცა მათი გაერთიანების ნაწილში განსხვავებული მოსაზრება აქვს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, თექვსმეტი ააიპიდან 12, ხოლო ოთხი შპს–დან 2 დარჩება.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ახალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ჯერ შერჩეული არ არიან.

Print