situs toto slot
ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა
პოლიტიკა
ახალციხის მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, შრომის ანაზღაურება იზრდება.
დეპუტატების უმრავლესობამ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხაში, ცვლილების შეტანას, მხარი დაუჭირა.

დაბალი რანგის მოხელეების ხელფასი 120–150 ლარით გაიზარდა, განყოფილების ელმძღვანელებს 50–200 ლარით, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შრომის ანაზღაურება კი 750 ლარით არის გაზრდილი.

ამ საკითხის განსახილველად ჩატარდა 2018 წლის მეორე, რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი განიხილეს.

შრომის ანაზღაურების მატებას კანონდებლობით ხსნიან მერიაში. ზაზა მელიქიძის თქმით, პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომელიც ხელფასის მინიმუმ და მაქსიმუმ ზღვარს ადგენს. ახალციხის მერის თქმით, თვითმმართველობამ საშუალო კოეფიციენტი გამოიანგარიშა.

ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ხელფასის მატების პარალელურად, თვითმმართველობაში პრემიები აღარ გაიცემა.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა.

ამჟამად, ახალციხის მერიაში 140 საშტატო ერთეული და 11 ელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციაა. საკრებულოში კი 27 საშტატო ერთეული და 2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიცია.

Print