ტარიელ ლონდარიძე, პარლამენტის სხდომაზე, "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის  წინადადებით გამოვიდა, რომ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა. შედეგად ოთარ ჩრდილელი და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე ”ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძესა და ”ნაციონალების” წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა.

londaridzeპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის  წინადადებით გამოვიდა, რომ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა. შედეგად ოთარ ჩრდილელი და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო.

ზვიადაურის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე ”ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძესა და ”ნაციონალების” წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა.


Print