პოლიტიკა
საკრებულოს თავმჯდომარე – ,,პატრიოტთა ალიანსიდან", მოადგილე ,,ქართული ოცნებიდან"
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა მისი მოადგილის კანდიდატურად ოთარ არბოლიშვილი დაასახელა. 22

დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი 20–მა მათგანმა აირჩია. ის "ქართული ოცნების" დეპუტატია. საკრებულოს სხდომაზე ხელფასების საკითხის განხილვას მსჯელობა არ მოჰყოლია.

დაპუტატებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ვიოლეტა ბალახაშვილმა არ დაუჭირა მხარი მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხს.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"








Print